Робота для біженців з України
ტექნიკური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დირექტორი
მომწოდებელი: ეიჩპიემ
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად ჩვენ ვეძებთ ტექნიკურ დირექტორს სასტუმროების მიმართულებით და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ფუნქციები:

** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მართვა/კოორდინირება ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად;
** სასტუმროს ავეჯის, მსხვილი და მცირე ტექნიკის, ელექტრო მოწყობილობის და განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** სასტუმროს გარე სივრცეების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** არსებული დანადგარების, გაყვანილობებისა და სისტემების გეგმური შემოწმება და კონტროლი;
** სტრატეგიული ტექნიკური გეგმის შემუშავება და დანერგვა საოპერაციო ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ხარჯების შესამცირებლად და სტუმრების კმაყოფილების ასამაღლებლად;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;
** ტექნიკური პროცესის მართვა და გადაწყვეტილებების მიღება;
** საჭირო რესურსების განკარგვა, ბიუჯეტის სწორად დასაგეგმად;
** სასტუმროს სარეზერვო სისტემების გამართული მუშაობის კონტროლი და უზრუნველყოფა, სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში მინიმალური შეფერხების უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სასტუმროში მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სოიფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ტექნიკური დირექტორი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე