დასახელება:
სპა მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო გუდაური მარკო პოლო
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
"Marco Polo Hotel Gudauri" 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. "Marco Polo Hotel Gudauri"-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.
"Marco Polo Hotel Gudauri" აცხადებს სპა მენეჯერის ვაკანსიას.
დაქვემდებარება: გენერალურ მენეჯერთან
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ფუნქცია-მოვალეობები:
** სპა სივრცეების უწყვეტი, ეფექტური და უსაფრთხო ფუნქციონირება/ოპერირების უზრუნველყოფა.
** სპა სივრცეების თანამშრომელთა მართვა, მათი შერჩევა, სწავლება და მათი საქმიანობის კონტროლი/მონიტორინგი/შეფასება
** ეფექტური კომუნიკაცია სტუმრებთან, სპა სივრცეების გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა და შესაბამისი ინიციატივების წარდგენა გენერალურ მენეჯერთან
** სტუმართა და თანამშრომელთა ინფორმირება სპა სივრცეებში ქცევის წესების, უსაფრთხოების წესებისა და სანიტარული ნორმების დაცვის შესახებ
** სისუფთავისა და ჰიგიენის კონტროლი სპა ზონებში
** სპა სივრცეებში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობის რეგულარული შემოწმება
** აუზის წყლის ხარისხის რეგულარული შემოწმება და საუნის სივრცეების ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი
** სპა სივრცეებში არსებული ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მარაგების კონტროლი და დროული შევსება
** სისტემატური ინვენტარიზაციის განხორციელება, აღრიცხვა და აღწერები
** სპა მომსახურების სტანდარტების დაცვა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესება
** სპა სივრცეების ბიუჯეტის მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია
მოთხოვნები და უნარები:
** პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|