Робота для біженців з України
რესეფშენის თანამშრომელი, მიმტანი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესეფშენის თანამშრომელი, მიმტანი
მომწოდებელი: პორტა კავკასია
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
სასტუმრო "პორტა კავკასია ყაზბეგი" მდებარეობს ყაზბეგში, გუდაურიდან 24, 1 კმ-ში. სასტუმროს აქვს ტერასა მთების შესანიშნავი ხედები. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საუნა, საკონფერენციო დარბაზი, ღვინის მაღაზია "მეღვინეობა ხარება".

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიებს რესეფშენის თანამშრომლისა და მიმტანის პოზიციაზე.

რესეფშენის თანამშრომელი

სამუშაო ადგილი: ყაზბეგი, სტეფან წმინდა (თერგდალეულების ქ. N2);
საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** FMG საბუღალტრო პროგრამის ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;

მიმტანის პოზიცია

სამუშაო გრაფიკი: ცვლის გრაფიკი (დღეში 8 სთ)
ანაზღაურება: 1200 დან 1500 ლარამდე (გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სტუმრებისთვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება;
** სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;
** სტუმრებისთვის სრულყოფილი და ეფექტური მომსახურების გაწევა;
** მენიუს და კერძების ზედმიწევნით ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@portacaucasia.com და vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "რესეფშენის თანამშრომელი" ან "მიმტანი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე