დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ნეოტექი
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანია "ნეოტექი" - უსაფრთხოების სისტემების ლიდერი კომპანია.
2005 წლიდან ჩვენ ვქმნით უსაფრთხოების სისტემების "თანამედროვე გადაწყვეტილებებს". ჩვენი მისიაა, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით წვლილი შევიტანოთ უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაში.
"ნეოტექი" აერთიანებს კომპეტენტურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და გიწვევთ თქვენ.
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-13:00
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალში მოსულ პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** პროდუქტებისა და მომსახურების პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა;
** კლიენტთა ბაზის განვითარება.
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციის მაღალი უნარ-ჩვევები;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@neotech.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
|
|
|
|