დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 3000 ლარი, ნეტი
კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (ორის 7 -სა და 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
დამატებითი უნარები:
** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და წარდგენა მმართველ გუნდთან/დამფუძნებლებთან;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება, საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
** პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
დაინტერესებულმა პირებმა თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gci.ge
|
|
|
|