დასახელება:
პორტფელის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საპენსიო სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 07 თებერვალი
|
სსიპ საპენსიო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო სამსახურის პორტფელური ინვესტიციების განყოფილების პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე.
საინვესტიციო სამსახურის შესახებ:
საინვესტიციო სამსახური არის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სტრუქტურული ერთეული სსიპ საპენსიო სააგენტოში, რომლის ამოცანაა საპენსიო აქტივების ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად.
საინვესტიციო სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობას ზედამხედველობს საინვესტიციო საბჭო. საპენსიო აქტივების ინვესტირება არის რეგულირებადი საქმიანობა და საინვესტიციო პროცესების მარეგულირებელი არის საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საქმიანობა მიმდინარეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო საბჭოს მიერ, ხოლო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საინვესტიციო სამსახური.
დამატებითი ინფორმაცია საპენსიო სააგენტოსა და მის საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე http://www.pensions.ge
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
პორტფელის მენეჯერის ძირითადი პასუხისმგებლობები:
** საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელების მართვა კანონმდებლობისა და
** საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად;
** ფინანსური ბაზრების და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ინვესტიციების გეგმის შემუშავება;
** პორტფელური ინვესტიციების განყოფილების ორგანიზაციული მოწყობისა და
** თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესებში მონაწილეობა;
** ინვესტიციების განხორციელების პროცესის კოორდინირება და დაგეგმვა, საინვესტიციო ანალიტიკოს (ებ)ის მართვა;
** საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულება და ამ მიზნით კონტრაჰენტებთან
** ურთიერთობა;
** საინვესტიციო ინფრასტრუქტურის მუდმივ დახვეწაზე ზრუნვა, მათ შორის და არამხოლოდ სავაჭრო ხაზების და კონტრაჰენტების ოპტიმალური ქსელის შენარჩუნების გზით;
** საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების ოპტიმალურად დაგეგმვა და შესაბამისი პროცედურების მუდმივ დახვეწაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც შეიძლება წინასწარ არ იყოს განჭვრეტადი;
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სააგენტოს სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულების უზრუნველყოფა;
** უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში. მაგისტრის ხარისხი, ან CFA, CAIA, ACCA ან სხვა ექვივალენტური სერტიფიკატი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე და კაპიტალის ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** აქტივების კლასების მაღალ დონეზე ცოდნა, როგორიცაა ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, ფონდები და დერივატივები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** საინვესტიციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Bloomberg, Reuters);
** ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა. რუსულის ენის ცოდნა სასურველია;
პიროვნული თვისებები:
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს შემდეგი პიროვნული თვისებები:
** არის ორგანიზებული, ენერგიული, აქტიური და დისციპლინირებული;
** აქვს ძლიერი ანალიტიკური და გამოთვლითი უნარები;
** იჩენს ინიციატივებს და აქვს შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შეუძლია დინამიურ გარემოში მუშაობა და დათქმულ ვადებში დავალების შესრულება;
** იჩენს ლიდერის თვისებებს, შეუძლია გუნდის მოტივირება და მართვა;
** არის კომუნიკაბელური, აქვს პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: CareerInvOffice@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პორტფელის მენეჯერი.
შერჩეულ კანდიდატებთან გათვალისწინებულია გასაუბრება და შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დავალება.
საპენსიო სააგენტო კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო სააგენტოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე http://www.pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
|
|
|
|