Робота для біженців з України
თარჯიმანი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თარჯიმანი
მომწოდებელი: 112
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
პოზიციის დასახელება: ოპერატიული მართვის სამმართველოს თარჯიმანი
ფუნქცია - მოვალეობის შემსრულებელი (სომხური ენის მცოდნე სპეციალისტი).
სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი/ქ.რუსთავი.

ორგანიზაციის შესახებ:

შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის ამოცანებია:

** გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − "112"-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
** უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
** ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: ცვლაში მუშაობა;
შრომის ანაზღაურება: 1122 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის სხვადასხვა არხით მიღებული შეტყობინებების მიმღები ოპერატორის დახმარება ენობრივი ბარიერის დაძლევაში (სომხურ ენაზე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სომხური ენების სრულყოფილად ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები: Microsoft Office Word - ცოდნის დონე კარგი.

უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი რეაგირება;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა.

შერჩევის ეტაპები:

** I ეტაპი -რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
** II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება;
** III ეტაპი - ტესტირება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული ტელეფონის ნომერს.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე - hr@112.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 29/01/2025.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე