კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ვარკეთილი ზ/პ მე-3 მასივი კორ. 50 და საბურთალო ჟღენტის 3-ში (დათუაშვილის 9).
სამუშაო დრო და ანაზღაურება ურთიერთშეთანხმებით.
ფუნქცია-მოვალეობები: მარკეტში სისუფთავის დაცვა (იგულისხმება სავაჭრო ფართის და სველი წერტილების დასუფთავება (გარდა თაროების და მაცივრებისა)).
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 22 66 40.
ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|