დასახელება:
ინკასატორი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ინკასატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 26 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
ძირითადი მოვალეობები:
** ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობებიანი საინკასაციო ჩანთების უსაფრთხო გადაზიდვა;
** საინკასაციო სპეცმანქანის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საინკასაციო მანქანას მართვა ინკასაციის ოფიცრის მიერ მითითებული რეჟიმის მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში ინკასაციის ოფიცრის ან ნებისმიერი ინკასატორის მოვალეობის შესრულება;
** ორგანიზაციაში არსებული შესაბამის ნორმატიული აქტების და ინსტრუქციების დაცვა.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სასურველია კერძო, ან საჯარო სექტორში ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება;
** საცეცხლე მომზადება, იარაღისა და სპეც-აღჭურვილობის სათანადო ექსპლუატაციის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 30 იანვრის ჩათვლით მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "პოზიციის დასახელება - ქალაქი") ან შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|