Робота для біженців з України
სერვისის შიფტ ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის შიფტ ლიდერი
მომწოდებელი: სასტუმრო Unfound Door
გამოქვეყნდა: 18 იანვარი / ბოლო ვადა: 18 თებერვალი
"Unfound Door - Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას სერვისის შიფტ ლიდერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** სრულყოფილად აწარმოოს სერვისის გახსნისა და დახურვის ჩექლისთი;
** აკონტროლოს მიმტანისა და რანერის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
** გაეცნოს და პერიოდულად აკონტროლოს ყოველდღიური ჯავშნები, შესაბამისად მოაწყოს სივრცე;
** აკონტროლოს ყოველდღიურად stop/top/limited კერძებისა და სასმელების სია და ცვლილების შესაბამისად განაახლოს;
** გადაანაწილოს დავალებები გუნდის წევრებზე (მიმტანი/რანერი);
** გააკონტროლოს თითოეული თანამშრომლის შესვენებებზე გასვლის დრო და ხანგრძლივობა;
** ყოველდღიურად მიიღოს უკუკავშირი სტუმრებისგან და გაუზიაროს სერვის მენეჯერს;
** სტუმრის უკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სერვის მენეჯერს (აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემა სერვის მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში);
** აკონტროლოს ოპერირებისთვის საჭირო ინვენტარის მარაგი;
** მონაწილეობა მიიღოს გუნდის ახალი წევრების ტრენინგში (გააცნობს კომპანიის სტანდარტები, სამუშაო სისტემა, სტუმართან კომუნიკაციის ფორმები, საოპერაციო პროგრამა (Poster);
** უზრუნველყოს დაკისრებული მოვალეობების დროულად და კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტებით შესრულება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** დაზღვევას.

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე