დასახელება:
წიგნის მაღაზიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
English Book Education
|
გამოქვეყნდა: 17 იანვარი
/ ბოლო ვადა: 17 თებერვალი
|
"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.
ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მივეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.
"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას წიგნის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ.92
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო პროცესების მართვა;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება და გაყიდული პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა;
** ნაშთების მუდმივი კონტროლი და პერიოდულად პროდუქციის აღწერა;
** შესაბამის პროგრამაში გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა;
** მაღაზიაში მოქმედი აქციების, ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მომხმარებლებთან;
** მაღაზიაში დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობა;
** პერიოდულად გაყიდვების გუნდთან ერთად მონაწილეობის მიღება წიგნის გამოფენებსა და ფესტივალებში;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულო);
** პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
პიროვნული თვისებები და უნარები
** ლიტერატურის სიყვარული;
** მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "წიგნის მაღაზიის მენეჯერი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|