Робота для біженців з України
რენტგენო-ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რენტგენო-ლაბორანტი
მომწოდებელი: ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის სამსახურის რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები: 12 სთ - იანი, 24 სთ - იანი, 16 სთ-იანი
ანაზღაურება: საათობრივი 6 ლარი დარიცხული.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;

ფუნქციები:

** რენტგენოდიაგნოსტიკურ გამოკვლევის ჩატარება;
** სამუშაოს დაწყებამდე რენტგენოდანადგარის და გამოსახულების სისტემის აღჭურვილობის ტექნიკური გამართულობის ქიმიური რეაქტივების ვარგისიანობის შემოწმება;
** გამოკვლევის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევა (ძაბვა, დენის ძალა, ფილტრის სისქე, დიაფრაგმის ზომა, კან-ფოკუსს შორის მანძილი და სხვა);
** პაციენტის მაქსიმალურად ეფექტური პოზიციონირება;
** პაციენტის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** გამოკვლევის ჩატარება ოპტიმალური რეჟიმების დაცვით;
** გამოკვლევის/დასხივების ველის ზომებისა და გამოსაკვლევი დროის მინიმიზაცია გამოკვლევის ხარისხის შენარჩუნებით;
** ხარისხიანი რენტგენოგამოსახულების მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტი:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** პოზიციისთვის განსაზღვრული შესაბამისი მოწმობა და სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპეტენტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 30 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე