Робота для біженців з України
ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის აფთიაქის ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - 8 სთ.

დასვენების დღე: შაბათი, კვირა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
ანაზღაურება: 1500 ლარი დარიცხული.

ფუნქციები:

** ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას კლინიკის მედიკამენტების და ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების მასალებით უზრუნველსაყოფად.
** მონაწილეობს მედიკამენტებისა და ერთჯერადი სახარჯი მასალის მიღება-ჩაბარებაში, იცავს მედიკამენტების, ერთჯერადი სახარჯი მასალის, სადეზინფექციო საშუალებების შენახვის წესებს.
** ამოწმებს წამლების ვადას ზედნადების მიხედვით.
** ახდენს მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების გაცემას.
** ამოწმებს რეცეპტების/ მოთხოვნილებების გაფორმების სისწორეს.
** უზრუნველყოფს ფარმაცევტული წესრიგის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას.
** ეფექტურად და ხარისხიანად ასრულებს სამუშაოს და ასრულებს ბრძანებებს.
** სისტემატურად ახორციელებს აფთიაქის მუშაობის ანალიზს ხარისხის გასაუმჯობესებლად.
** კონტროლს უწევს რესურსების გეგმაზომიერ გამოყენებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტი: უმაღლესი სამედიცინო განათლება ფარმაციის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპეტენტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 30 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე