დასახელება:
დღის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 17 იანვარი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პაციენტების რეგისტრაციისა და მომსახურების სამსახურში დღის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ, შაბათი-კვირა დასვენება.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
ანაზღაურება: 1000 ლარი დარიცხული
ფუნქციები:
** პაციენტის იდენტიფიკაცია;
** პაციენტის დამფინანსებლის განსაზღვრა;
** პაციენტის მონაცემების შიდა პროგრამაში სრულყოფილად ასახვა;
** სახელმწიფო პორტალზე მუშაობა;
** სამედიცინო ბარათის გახსნა;
** სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტი:
** საშუალო სამედიცინო განათლების ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
** უპირატესობა მიენიჭება მსგავსი სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს
პიროვნული თვისებები:
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპეტენტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge.
სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 30 იანვარი.
|
|
|
|