Робота для біженців з України
Embedded დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Embedded დეველოპერი
მომწოდებელი: დელტა-ვებე
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
შპს "დელტა-ვებე" ეძებს გამოცდილ Embedded დეველოპერს ავტოპილოტის კონტროლერზე სამუშაოდ.

კანდიდატმა უნდა იცოდეს C/C++ ენები და ჰქონდეს გამოცდილება EMBEDDED და კონტროლის სისტემების განვითარება/დეველოპმენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 191
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: შეთანხმებით

მოთხოვნები:

** C++-ის მყარი ცოდნა (C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** RTOS სისტემებთან მუშაობის პრაქტიკა
** სენსორებთან მუშაობის ცოდნა და კომუნიკაციის პროტოკოლების (SPI, I2C, UART) გამოყენების უნარი
** კონტროლის სისტემების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების ცოდნა
** უმაღლესი მათემატიკის ცოდნა
** კომუნიკაციისა და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** Embedded პროგრამის არქიტექტურის დაგეგმარება და დეველოპმენტი
** STM მიკროკონტროლერების დაპროგრამება
** სენსორებისა და პერიფერიული მოწყობილობების დაპროგრამება და datasheet-ების გარჩევა
** კოდის ტესტირება და დებაგინგი STM32 მიკროკონტროლერზე
** კონტროლის ალგორითმების და ფილტრების იმპლემენტაცია (PID, Kalman filter და სხვა)

დამატებითი უპირატესობები:

** MATLAB/Simulink-ის ცოდნა - მოდელირებისა და სიმულაციისათვის
** LINUX-ის ოპერაციული სისტემის ცოდნა
** Flight controller-ის დაპროგრამების ან გამოყენების გამოცდილება
** ინტერესი საავიაციო სფეროში, დრონებსა და სხვა საფრენ აპარატებში

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** FitPass აბონემენტს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: m.kusikashvili@wbgroup.com; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 577 19 50 40.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "დელტა-ვებე"-ს (ს/კ 406348741) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე