დასახელება:
ტექნიკური სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
გრინვილი
|
გამოქვეყნდა: 17 იანვარი
/ ბოლო ვადა: 17 თებერვალი
|
შპს "გრინვილი" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს რძის პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საწარმოს, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მცენარეული ცხიმის სპრედს.
კომპანია "გრინვილი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი (სამგორის რაიონი) ლორთქიფანიძის 13 გ.
გრაფიკი - შეთანხმებით/ჰიბრიდული;
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოში წარმოდგენილი ყველა მანქანა-დანადგარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ დადგენილ ვადებში, შესაბამის მანქანა-დანადგარებზე ტექნიკური აუდიტის ჩატარება;
** აღჭურვილობის რეგულარული შემოწმება და ტესტირება;
** დანადგარების სწორი ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** დაზიანებების დიაგნოსტიკა;
** გაუმართაობების დროული აღმოჩენა და სწრაფი რეაგირება დანადგარის ტექნიკურ შეფერხებებზე;
** დანადგარისთვის საჭირო ცვეთადი ნაწილების მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის დაფიქსირება;
** ტექნიკური პროცედურების დაცვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია);
** აუცილებელია დანადგარებთან და მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.;
** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 591079396 სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება საწარმოს "ტექნიკური სპეციალისტი"-ს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "გრინვილი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|