Робота для біженців з України
სერვის-ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: სერვის-ადმინისტრატორი (მითერი) პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 30 საათი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამთავრებული კურსის სტუდენტი
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა სწრაფი და ეფექტური მომსახურება
** მომხმარებლებისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა და მათთვის სასურველი მომსახურების მიღების შესაბამისი კონსულტაციების გაწევა
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება
** მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობისას
** წარმოშობილი რიგების მართვა

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია
** აქვს შედეგზე ორიენტირი

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს. კომპეტენციის ამაღლებისა და პაციენტის კმაყოფილების შემთხვევაში დამატებით მატერიალურ წახალისებას

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: careers@cmchospital.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე