Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - ლილო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, თბილისში, ლილოს ფილიალში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

მე, თამარ სამხარაძე, ლილოს საწყობის მენეჯერი, ვაცხადებ საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ვაკანსიას. ჩვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში შეგასწავლით საწყობში მუშაობის პრინციპებს, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ბრენდების პროდუქციას და მის მახასიათებლებს, როგორც დიზელის, ასევე ელექტრო ამწეზე მუშაობას, პროდუქციის სწორად მიღებასა და მახასიათებლების მიხედვით სტელაჟებზე განთავსებას, შემოსულ მომხმარებლებთან კომპანიის სახელით კომუნიკაციას და მათთვის შეძენილი პროდუქციის სწრაფად აგროვებას/მიწოდებას. ასევე, ცოდნას მიიღებთ როგორ უნდა მართოთ საწყობში მიმდინარე პროცესები შეუფერხებლად. სურვილის შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით კარიერულ წინსვლაში მთელი გორგიას მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საწყობში სულ მალე დაინერგება WMS, რომელიც დაგეხმარებათ პროდუქციის სწრაფად პოვნაში და გაშვებაში, რაც საბოლოო ჯამში თქვენს მუშაობას უფრო შეამსუბუქებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას;
** კვებას.

საწყობის თანამშრომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება/განთავსება;
** მიღებული შეკვეთის სწორად და სწრაფად გამზადება;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდება;
** ტრაილერის დაცლა;
** შიდა სამუშაოები (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი).

შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/zaWHx

მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე