დასახელება:
გარე გაყიდვების საწყობის პროცესების მართვის სამსახ. უფროსი
|
მომწოდებელი:
ვიანი
|
გამოქვეყნდა: 17 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
"ვიანი" აცხადებს GDP სტანდარტთან შესაბამისობის და გარე გაყიდვების საწყობის პროცესების მართვის სამსახურის უფროსის ვაკანსიას თბილისში.
"ვიანი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** GDP სტანდარტების და ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა/მართვაზე პასუხისმგებლობა;
** GDP სტანდარტის დაცვის მონიტორინგი სამუშაო პროცესში;
** GDP დოკუმენტაციის წარმოება;
** სამედიცინო საწყობის მარაგების მართვა (ინვენტარიზაცია, ვადების მონიტორინგი);
** სამედიცინო საწყობში შემოსული შეკვეთების პროგრამული გაწერა და ფიზიკური შეგროვების ორგანიზება/კოორდინირება;
** წინასწარ შედგენილი გრაფიკის დედლაინების დაცვა;
** სამედიცინო საწყობის გაწერილი პროცესების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება (ფარმაციის მიმართულებით);
** ფარმაციის მიმართულებით/მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** GDP სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია GDP სერტიფიკატის ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა (Word; Excel);
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი, 2025
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career?careerId=1255.
"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|