Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აპარტ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
"აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და არსებული პროექტების ზედმიწევნით შესწავლა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირება, მათი საჭიროებების შეფასება და შესაბამისი შეთავაზების გაკეთება;
** მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა, პრეზენტაციის ორგანიზება;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ვიზიტი სამშენებლო ობიექტზე, უცხოელ მომხმარებლისთვის ობიექტზე გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალის გაგზავნა;
** გაყიდვების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავება და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** საჭიროების შემთხვევაში არქიტექტორ-დიზაინერთან ერთად შიდა დაგეგმარების ცვლილებები, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და აღრიცხვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 სთ, თვეში ორი შაბათი ან კვირა 11:00-14:30 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: career@apartgroup.com და მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 17 თებერვალი.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე