Робота для біженців з України
ხაზინისა და ტრანზაქც. მართვის განყოფ. უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზინისა და ტრანზაქც. მართვის განყოფ. უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: PayBox
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 

სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას  ხაზინისა და ტრანზაქციების მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

რას გააკეთებ:

** უზრუნველყოფ ქოლცენტრის უკუკავშირების სპეციალურ პროგრამაში გატარებას;
** დაამუშავებ ინკასაციასთან დაკავშირებულ ფაილებს.

მნიშვნელოვანია გქონდეს/იყო:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის, საბანკო საქმის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია საბაზისო დონეზე Excel-ის ცოდნა;

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@paybox.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე