Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=608817&print=yes&view=jobs
 
კახეთის წარმომადგენლობის ინკასატორ-ტექნიკოსი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კახეთის წარმომადგენლობის ინკასატორ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: PayBox
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

პოზიციის მიზანია, სწრაფი გადახდის ტერმინალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და ინკასაცია.

რას გააკეთებ:

** სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ქსელის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ტექნიკური პრობლემების მოგვარება;
** უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულება;
** ტექნიკური პრობლემების ყოველდღიური აღრიცხვა და ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
** ტერმინალის გაინკასირება.

მნიშვნელოვანია:

** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ვინდოუსის და ლინუქსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ქეისების დაშლა და აწყობის მიმართულებით გამოცდილება;
** დაბალლიტრაჟიანი ავტომობილის ფლობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპიუტერულ სისტემებთან მუშაობის შესწავლისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას;
** საწვავით უზრუნველყოფას;
** ავტომობილის დაზღვევას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@paybox.ge

და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და

აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია