Робота для біженців з України
ფიზიკური თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური თერაპევტი
მომწოდებელი: კენ ვოლკერის კლინიკა
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
კენ ვოლკერის კლინიკის ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვთა და მოზრდილთა შეფასება;
** მშობელთ/კანონიერ წარმომადგენელთა კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ოჯახისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, გუნდთან თანამშრომლობით;
** დოკუმენტაციის წარმოება
** კლიენტებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
** ოჯახის წევრების განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ფუნქციური მობილობის განვითარების შესახებ; პირზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ორი წელი;
** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სავალდებულო მოთხოვნები:

** თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
** გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kwclinic.ge - მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე