დასახელება:
ოკუპაციური თერაპევტი
|
მომწოდებელი:
კენ ვოლკერის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 17 იანვარი
/ ბოლო ვადა: 17 თებერვალი
|
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტის შეფასება;
** კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა კლიენტისათვის მშობლისათვის/მეურვისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, გუნდთან თანამშრომლობით;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** კლიენტებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
** ოჯახის წევრების განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის თვით-მოვლის, დასვენება/გართობისა და სწავლის უნარის განვითარების შესახებ; ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.
** დამხმარე საშუალების, შერჩევა, მორგება და მოხმარების შესახებ მშობლისათვის და ბავშვისათვის სწავლება; არასტანდარტული შერჩევის დროს თერაპევტი და სახელოსნოს თანამშრომელთან ერთად საჭირო დიზაინის დადგენა და მასალის განსაზღვრა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ოკუპაციური თერაპიის განხრით;
სავალდებულო მოთხოვნები:
** თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
** გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
** ინგლისურ ენაზე გამართულად წერა, კითხვა და საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და გუნდურ გარემოს
სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიმღების პოზიცია.
|
|
|
|