დასახელება:
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ედლაინი
|
გამოქვეყნდა: 17 იანვარი
/ ბოლო ვადა: 17 თებერვალი
|
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "ედლაინი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე - http://adline.ge/?lang=ka-GE
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის B2B მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
** მომხმარებლების მონაცემებისა და მარკეტინგული კამპანიების შედეგების მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ტენდენციების, შესაძლებლობებისა და ოპტიმიზაციის გზების იდენტიფიცირება;
** სარეკლამო აუდიტორიების განსაზღვრა ციფრული არხების რეკლამებისთვის;
** განხორციელებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება (Google Analytics).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის/ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** მარკეტინგული ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა;
** Remarketing კამპანიების მართვის გამოცდილება და აუდიტორიის სეგმენტაციის ეფექტური გამოყენება.
** აუცილებელია GTM, ADS Manager-ის ცოდნა;
** SEO და SEM სტრატეგიების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები;
** მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა;
** ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის გამოცდილება;
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ედვერთაიზინგის მიმართულებით.
პიროვნული მახასიათებლები:
** კრეატიული აზროვნება;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 თებერვალი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|