Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: LITUS CITY
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
დეველოპერული კომპანია "LITUS CITY" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო პირობები:

განაკვეთი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 10:00 დან 19:00 მდე;
დასვენება: კვირაში 2 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია როგორც პირდაპირ, ასევე ონლაინ პლატფორმის, ტელეფონის ან სოციალური მედიის საშუალებით;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** კლიენტებისთვის შესანიშნავი მომსახურების მიწოდება გაყიდვების პროცესის განმავლობაში;
** დღის განმავლობაში გაყიდვებთან დაკავშირებით საჭირო/საინტერესო/გასათვალისწინებელი ინფორმაციის დამუშავება;
** პოტენციურ მყიდველებთან ან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონტაქტი, კომუნიკაციის სხვადასხვა დაშვებული/მისაღები (კანონისმიერი) მეთოდების გამოყენებით;
** პოტენციური მყიდველების ან სხვა დაინტერესებული პირების ვიზიტის დაგეგმვა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით სარეალიზაციო პროდუქტის ადგილზე დათვალიერება, მათ შორის სხვადასხვა პროდუქტის ან/და პირობის შეთავაზება;
** დამსაქმებლის მიერ მიწოდებული მასალის (დაკავშირებული ეფექტურ გაყიდვებთან) უშუალო გავრცელება ან/და გავრცელებაში მხარდაჭერა, მათ შორის გავრცელების თანამედროვე მეთოდების მოფიქრება და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება;
** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, სისტემატური განახლება და მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვებთან და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და ინიციატივების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა. (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემების მოხმარების უნარები;
** გაყიდვებში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;

ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია საჭირო სისტემებში და პროგრამებში:

** Outlook, Word, Excel და ა.შ.;
** დროის მართვის შესანიშნავი უნარები;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული მეტყველების უნარი;
** მომხმარებელთა ბაზების მართვა;
** რეპორტინგი;
** სამშენებლო ბაზრის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** კლიენტზე მორგებულობა;
** მოტივირებულობა;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** პრეზენტაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: lituscity.hr@gmail.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 თებერვალი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე