Робота для біженців з України
მტვირთავი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში მტვირთავის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** საწყობში საქონლის მიღებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მანქანიდან ჩამოტვირთვა;
** ბრენდების მიხედვით, პროდუქციის დახარისხება და შესაბამის თაროზე განლაგება;
** შეკვეთების გამზადება;
** საწყობში პროდუქციის აღწერა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ: საწყობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1524

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე