Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=608740&print=yes&view=jobs
 
გაყიდვებისა და აქაუნთ მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და აქაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: შინდი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
"შინდი" გახლავთ ციფრული მარკეტინგული კომპანია ბათუმში. ჩვენი ძირითადი საქმიანობა მოიცავს ბრენდინგს, ვებ-დეველოპმენტს, სოციალური მედია მარკეტინგს, კონტენტის შექმნას და სარეკლამო კამპანიების განხორციელებას.

დეტალურად ჩვენ შესახებ: http://www.shindi.ge.

სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00 სთ
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. 59
ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე: ფიქსირებული 500-დან 1000 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა) + გაყიდვებიდან ბონუსი 5%-დან 10%-მდე

მოვალეობები:

** მარკეტინგული კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული გაყიდვების წარმოება, მათ შორის: ვებგვერდი, ბრენდინგი, სოციალური მედია მარკეტინგი, რეკლამა და სხვა
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება გუნდთან ერთად
** სატელეფონო, Email და სოც. მედია კომუნიკაცია მომხმარებლებთან
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრები და პრეზენტაციის მართვა
** CRM სისტემაში მუშაობა და კვალიფიციური ლიდის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესება
** დამკვეთთან ურთიერთობის პროცესის მართვა: მოლაპარაკება, ხელშეკრულების გაფორმება, მომსახურების დედლაინების და ჩარიცხვების კონტროლი, კმაყოფილების უკუკავშირის მიღება
** ყოველთვიური გეგმის შესრულება და რეპორტინგის წარმოება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მსგავს პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა და CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** იყოთ პოზიტიური, პრეზენტაბელური და კომუნიკაბელური

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საბონუსე სისტემა
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები
** კომფორტული სამუშაო გარემო
** ბათუმური ყავა, კრიალა ცა და ლურჯი ზღვა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: contact@shindi.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია