Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=608733&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოსტეო დენტაშოპი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
შპს "ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერებს ქ. თბილისში.

შედეგზე ორიენტირებული ხარ? გსურს დაიწყოთ შენი მოგზაურობა გაყიდვების მენეჯმენტში? გაქვს ლიდერობის უნარი და წარმატების შიმშილი?

ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ კოლეგას, რომელიც შემოგვიერთდება, როგორც გაყიდვების დამწყები ან უკვე გამოცდილი მენეჯერი!

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.
** საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად (გამოცდილებიდან გამომდინარე 800 ლარიდან) და არის ზრდადი. პრემიული სისტემა - გაყიდვების მიხედვით.
** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 3 თვე

ჩვენი გაყიდვების მენეჯერი:

** ჩართული იქნება B2B გაყიდვების სტრატეგიების ჩამოყალიბებაში
** ყოველდღიურად გაიცნობს ახალ წარმატებულ კლიენტებს
** მუდმივად განვითარდება პროფესიულად (ვებინარები, ტრენინგები, კონგრესები)
** მიიღებს რჩევებს ამ დარგის გამოცდილი სპეციალისტებისგან

გაქვთ მცირე გამოცდილება გაყიდვებში? ჩვენ ვეძებთ ადამიანებს მაღალი პასუხისმგებლობით, რომლებსაც აქვთ ძლიერი სამუშაო ეთიკა, შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები და სწავლის სურვილი.

და თუკი გაქვს გამოცდილება, გაგვიზიარე და გახდი აღიარებული სპეციალისტი ჩვენს სფეროში.

სამუშაოს აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები B2B მომხმარებლებთან
** კომპანიის პროდუქციის გაცნობა, დანერგვა, გაყიდვების ხელშეწყობა
** ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი
** პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** კლიენტების პორტფოლიოს მართვა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@dentashop.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "sales".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია