Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=608727&print=yes&view=jobs
 
PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
"ბაზარი ორბელიანზე" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 70-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.

გასტრონომიული სივრცე "ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00.
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** PR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ბრენდის პოპულარიზაცია და განვითარება;
** კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან;
** ღონისძიებების ორგანიზება (მათ შორის მასტერკლასები, ივენთები, ფესტივალები და ასე შემდეგ);
** არსებულ მოიჯარეებთან მუდმივი შეხვედრები და კომუნიკაცია;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს PR საქმიანობას (საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან სხვა მომიჯნავე სფეროში);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება ჰორეკა ან/და გასტრონომიულ მიმართულებებში;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საკითხებისადმი აქტიური და პრაქტიკული მიდგომა;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@bazari.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია