Робота для біженців з України
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის ვაკანსიას თელავის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ქ. თელავი, ვ.სეხნიაშვილის N3

ძირითადი მოვალეობები:

** სამეურნეო მომსახურების უზრუნველყოფა სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესაბამისად;
** კლინიკის ექსტერიერსა და ინტერიერზე მუდმივი კონტროლი და წარმოქმნილი პრობლემის დროული ლიკვიდაცია;
** კლინიკის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო ტექნიკის გადატანა შესაბამის ადგილას;
** უზრუნველყოს საჭიროებისამებრ კლინიკაში არსებული ტვირთების გადატანა ტრანსპორტამდე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31/01/2025.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე