Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: სამედიცინო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-18:00 სთ
ანაზღაურება: 4000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი
** პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ჰოსპიტლის შიდა, ასევე საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან შესაბამისობის შესწავლა
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენა
** ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება და კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** სამედიცინო შემთხვევის მართვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) გათვალისწინებით
** გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა და მონიტორინგი;
** დიაგნოზებისა და ჩარევის კოდების გამართულობისა და მკურნალობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** კლინიკური შემთხვევების განხილვისთვის მასალის მომზადება;
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
** ხარისხის ინდიკატორების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
** ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფა და ჯანდაცვის სამინისტროს EHR პორტალზე გაგზავნა
** კლინიკურ ხარისხთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობის შესრულება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობის შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სტაციონარში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ელფოსტაზე: geoclinicvacancy@gmail.com და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე