დასახელება:
დანადგარის მთავარი ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან ბეიქერსი
|
გამოქვეყნდა: 17 იანვარი
/ ბოლო ვადა: 17 თებერვალი
|
საკონდიტრო საწარმო "ჯორჯიან ბეიქერსი" აცხადებს ვაკანსიას დანადგარის მთავარი ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 08:00-18:00 (1 საათი შესვენება), ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, სავაჭრო ცენტრი "ჰუალინგ პლაზა"-ს მ/ტ ჯუმბერ ლეჟავას 22;
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია გამოცდილება საწარმო დანადგართან;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიტუაციის შესაბამისად სწრაფად რეაგირების და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
** კვების საწარმოებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
** დანადგარის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარის დაზიანების შემთხვევაში დროულად რეაგირება;
** საწარმოო ხაზის გაუმართაობის, წუნდებული პროდუქციის აღმოჩენის ან რაიმე სხვა პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღება კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება;
** ხაზის მართვის პანელთან და მზა პროდუქციის შესაფუთ დანადგარებთან მუშაობა და კონტროლის განხორციელება (ტემპერატურა, სიჩქარე და სხვა.);
** კომპანიაში დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მართვა (ჩანაწერების წარმოება, გადამოწმება);
** დანადგარის დასუფთავება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551553303
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
"ჯორჯიან ბეიქერსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის
და გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|