Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
სასტუმრო "სფლენდიდ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვ. დარასელია #4

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ, როგორც სატელეფონო ზარების ასევე ელფოსტის საშუალებით;
** სასტუმროს ნომრის ჯავშნების ჯავშნების მართვა, სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე;
** ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი;
** ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
** ოთახების სტატუსის გადამოწმება;
** სატელეფონო ეტიკეტის დაცვა;
** Check in/Check out პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება;
** სასტუმროსა და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ყველა სერვისის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სტუმრებისთვის;
** კოორდინაციაში მყოფ სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე ან საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotel@splendidtbilisi.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ სასტუმროს ადმინისტრატორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჰიტეკო ჯგუფმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე