Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=608678&print=yes&view=jobs
 
SHUTTLE ქალთა გაძლიერების პროგრამა - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SHUTTLE ქალთა გაძლიერების პროგრამა
მომწოდებელი: შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე "ქალთა ეროვნული ქსელი" იწვევს დაინტერესებულ პირებს "SHUTTLE" ქალთა გაძლიერების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თელავში.

"Shuttle" - ეს არის გლობალური ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Action Against Hunger-ის მიერ მხარდაჭერილი მეთოდოლოგია, რომლის მიზანიც ადამიანებში რბილი უნარების (კომუნიკაცია, გუნდურობა, დროის მენეჯმენტი, ემოციური ინტელექტი და სხვა) გაძლიერება და შესაბამისად, დასაქმებასთან, თვითდასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევაა.
პროგრამა მოიცავს 3 თვიან ტრენინგებს (შეხვედრები ჩატარდება ქალაქ თელავში, კვირაში 2-ჯერ, 2 ან 3 საათის განმავლობაში) და ინდივიდუალურ კონსულტაციებს. პროგრამის თითოეული გუნდისთვის შეირჩევა ძლიერი მოტივაციის მქონე 25 მონაწილე, თელავის მუნიციპალიტეტიდან.

"SHUTTLE" უნიკალურია შანსია, რომ იზრუნო პიროვნულ განვითარებაზე, აიმაღლო მოტივაცია და თვითშეფასება, გაიცნო და დაუმეგობრდე ახალ ადამიანებს!

ტრენინგების თემები მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

** იდეების გენერირება;
** ემოციური ინტელექტი;
** ეფექტიანი კომუნიკაცია;
** დროის მართვა;
** სამოქალაქო ჩართულობა;
** პიროვნული განვითარება;
** მოლაპარაკების ტექნიკები;
** პრეზენტაციების წარდგენა;
** თვითზრუნვა;
** გუნდური მუშაობა და სხვა.

SHUTTLE ქალთა გაძლიერების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ამჟამად უმუშევარ გოგონებს/ქალებს, რომლებსაც სურთ პიროვნული და კარიერული უნარების განვითარება.

განაცხადები მიიღება 23 იანვრამდე. განაცხადის შესავსებად გადადით შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScwdURnNe-JRc7nuRqN-MFRuibsO5lD0rLZgFpAmIiIQNnlCg/viewform

პროგრამის ქოუჩი - ნიტა ქოჩიშვილი (551 109 634)

პროგრამის ქოუჩის თანაშემწე - ეკა მჭედლიშვილი (574 445 527)

პროგრამა ხორციელდება შშმ ქალთა ეროვნული ქსელის მიერ პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია