დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება - ექაუნთ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Universal Transit
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია "უნივერსალ ტრანზიტი" აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.
ვისთვის არის სტაჟირება: ბაკალავრის III ან IV კურსის სტუდენტისთვის, რომელსაც აინტერესებს რეკრუტინგი და ექაუნთ მენეჯმენტი.
რას გთავაზობთ:
** თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს;
** დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
** მოქნილ გრაფიკს ნახევარ განაკვეთზე (17:00 - 21:00 ან 18:00-22:00);
** 500 ლარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსები გამომუშავებით;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დასაქმების შესაძლებლობას.
რას ისწავლით: ამერიკის შეერთებულ შტატებში კანდიდატების მოძიებას სხვადასხვა წყაროებით, გასაუბრების ჩატარებას, აპლიკანტების შეფასებას, ონბორდინგს და ონბორდინგთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას, აყვანილი თანამშრომლების მხარდაჭერას
რა გჭირდებათ:
** ინგლისური ენის ცოდნა B2-C1 დონეზე;
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები.
თუ დაინტერესდებით, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@universaltransit.com და სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირება".
შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ ტესტი და შედეგების მიხედვით ჩაენიშნებათ ინდივიდუალური გასაუბრება.
|
|
|
|