დასახელება:
ტრენინგ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ივ როშე
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "Yves Rocher Georgia - ივ როშე" აცხადებს ვაკანსიას:
სამუშაო პოზიცია: ტრენინგ მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
სამუშაო ადგილი თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი პროდუქციის ტრენინგების მასალების თარგმნა და ადაპტირება;
** ტრენინგის მომზადება, დაგეგმვა, ტრენინგების ჩატარება;
** საბაზისო ტრენინგების მასალების ადაპტირება, ცვლილებების შეტანა სიახლეების მიხედვით;
** საბაზისო ტრენინგების დაგეგმვა და ახალი კონსულტანტებისთვის საბაზისო ტრენინგების ჩატარება;
** ახალი კონსულტანტების ტესტირება;
** მაღაზიებში ვიზიტები და ფლეშ-ტრენინგების ჩატარება კამპანიების მიხედვით, აქცენტი სიახლეებზე და გაყიდვების ტექნიკაზე;
** საინფორმაციო მასალის მომზადება ინფლუენსერებისთვის, საბეჭდი თუ სოცმედიის სათარგმნი მასალის ადაპტირება ქართულ ენაზე გუნდთან ერთად;
** სხვადასხვა პლატფორმებისთვის (ვოლტი, ველი და ა.შ.) კატალოგების (პროდუქციის აღწერილობის) მომზადება;
** ტესტერების, დაზიანებული და ქარხნული წუნის პროდუქციის აღრიცხვა;
** საჭიროებისამებრ რეგიონებში არსებული ფილიალებში ვიზიტები და ტრენინგების ჩატარება;
** ასევე, იგეგმება ტრენინგები მთელი ქსელისთვის, გაყიდვების ტექნიკის დასახვეწად;
** მაღაზიების სავალდებულო კვარტლური შემოვლა;
** ფლეშ ონბორდინგ ტრენინგები გაყიდვების ტექნიკების გასაუმჯობესებლად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტრენერად მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** სწრაფი ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება
** უცხო ენების ცოდნა
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე vacancy@floreal.com.ge და "subject"-ში მიუთითოთ Yves Rocher დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|