Робота для біженців з України
MS Excel კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: MS Excel კურსი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
MS Excel-ის ცოდნა დამხმარე ინსტრუმენტია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის. სასწავლო კურსის ფარგლებში გაივლით MS Excel პროგრამის საწყის და მაღალი დონის ფუნქციონალებს.

კურსის გავლის შემდეგ MS Excel-ში შეძლებთ, მონაცემების დამუშავებას, დეტალური ანგარიშების გენერირებას, სამუშაო ფაილის აგებას, ანალიზს, ვიზუალიზაციას და AI (ხელოვნური ინტელექტი) გამოყენებას.

მენტორი ცოტნე შერმადინი - IVH ჰოლდინგის ფინანსური დირექტორი, Award ჰოლდინგის ფინანსური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი.

კურსის განრიგი:

** დასაწყისი 4 მარტი 2025
** სამშაბათი/ხუთშაბათი დღე
** 19:30-21:00 საათი
** 10 შეხვედრა, 5 კვირა

თემატიკა:

** MS Excel-ის ინტერფეისი - მიმოხილვა (RIBBON, TOOLBAR, WORKSHEET TABS)
** სვეტების და სტრიქონების ფუნქციონალის მიმოხილვა
** მონაცემების შეყვანა უჯრაში. ფორმატირება. რამდენიმე შიტზე მონაცემის შეყვანა ერთდროულად
** MS Excel-ის შიტის დამატების, კოპირების, დამალვის და ცალკე გატანის ფუნქციონალი.
** პასვორდის დადება და მოხსნა MS Excel-ის შიტზე და ფაილზე
** ძირითადი სანავიგაციო SHORTCUT-ების მიმოხილვა
** რიცხვითი და თარიღის მონაცემების შეყვანა და ფორმატირება
** სორტირება და ფილტრაცია.
** ცხრილებზე და დიაგრამებზე მუშაობა
** აბსოლუტური და ფარდობითი მისამართები
** სპეციალური ჩასმის პარამეტრები (PASTE SPECIAL)
** SUM, COUNT, AVERAGE, SUBTOTAL.
** LEN, LEFT, RIGHT, MID, COCATENATE, UPPER, LOWER, PROPER, TRIM.
** REMOVE DUPLICATES, TEXT TO COLUMN, FIND AND REPLACE
** ROUND, ROUNDDOWN, ROUNDUP, RAND, RANDBETWEEN, SUMPRODUCT
** TODAY, YEAR, MONTH, DAY, DATE, NETWORKDAYS.INTL, EOMONTH,
** AND, OR, IF, IFS.
** SUMIFS, COUNTIFS, AVERAGEIFS.
** IFERROR, ERROR-ების მიმოხილვა
** VLOOKUP, HLOOKUP, XLOOKUP
** DATA VALITADION
** CONDITIONAL FORMATTIG
** დინამიკური ცხრილების მუშაობის პრინციპი
** დინამიური ცხრილის ველების სწორად არჩევა
** SUMMARIZE VALUES BY ფუნქციის გამოყენება
** SHOW VALUES AS ფუნქციის გამოყენება
** სლაისერები (SLICER)
** საბაზისო გრაფიკების მიმოხილვა
** მონაცემების ტიპის მიხედვით გრაფიკის ფორმის შერჩევა
** გრაფიკის ჩასმა და დიზაინის მართვა
** MACRO-ები და მათი გამოყენების გაგება
** ძირითადი MACRO-ების ჩაწერა განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაციისთვის
** MACRO-ების მინიჭება ღილაკებზე მარტივი წვდომისთვის
** AI-ს გამოყენება ექსელში მუშაობისას
** კომბინირებული ამოცანების მაგალითების ამოხსნა, განვლილი მასალის საფუძველზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება.

კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგის ჩატარების ადგილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, N2

საკონტაქტო ინფორმაცია:

training@ibsu.edu.ge
+995 322 800 064

რეგისტრაცია: https://forms.gle/9HeHTBj6zVQcYYrq6

კურსის ღირებულება 490 ლარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე