Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Optimo
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
OPTIMO გარე გაყიდვების აგენტს ეძებს!

OPTIMO - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, ოპტიმო მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.

უფრო დეტალურად: http://www.optimo.ge

ძირითადი ფუნქციები:

** თბილისსა და ახლომდებარე რეგიონების მასშტაბით ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება, ადგილზე ვიზიტის განხორციელება, მოზიდვა;
** მცირე და საშუალო ბიზნესებთან შეთავაზებების პროცესის მართვა, განხორციელება;
** პარტნიორების მიმდინარე საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება, მიწოდება, განხორციელება;

მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პირობები:

დარიცხული ხელფასი 800 ლარი + ბონუსი
მოქნილი სამუშაო გრაფიკი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV ლინკზე - https://bit.ly/3xcyuTY
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე