დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ლუტეცია
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
"ლუტეცია" პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია. ეს ადგილია სადაც პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ ლუტეციაში მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყობილი პერსონალი.
კომპანიის ვებგვერდია http://www.lutecia.ge
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, "ლუტეცია" დღეს საქართველოში 100-ზე მეტ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. იგი პირველად პარფიუმერულ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა.
"ლუტეცია" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისსა და ბათუმში
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი სამუშაო დღე);
ანაზღაურება: ფიქსირებული (+ მოქნილი საბონუსე სისტემა)
დასვენება - თვეში 6 დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** შესთავაზოს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე, ინტერიერისა და სისუფთავის დაცვაზე.
** აკონტროლოს მაღაზიაში ფასების სიზუსტე და განთავსება;
** მუდმივად ზრუნავდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
** სალაროზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 6 თვე)
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@lutecia.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|