დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი დენტალის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
მედკორი
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორ-დისტრიბუტორი კომპანია "მედკორი" ეძებს გუნდის ახალ წევრს სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე სტომატოლოგიის/დენტალის მიმართულებით.
"მედკორი" (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023) არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს სპეციფიკური დანიშნულების თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებს (მიმართულებები: კლინიკა-ჰოსპიტალები, ინექციური კოსმეტოლოგია და სტომატოლოგია).
პოზიციის აღწერილობა:
** პროდუქტების შესწავლა;
** სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა პროფილის ექიმებთან კომუნიკაციის დაგეგმვა;
** პროდუქციის პრეზენტაცია და სამიზნე კლინიკების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება;
** მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის გაცნობა გუნდისთვის და ბიზნესის ზრდის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;
** გაყიდვების ოპტიმიზაციის მიზნით საინტერესო ინიციატივების გამოჩენა;
მოლოდინები კანდიდატის მიმართ:
** უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება, თუმცა არა აუცილებელი);
** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანია;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მიზანდასახული და პროგრესული;
** გუნდური მოთამაშე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილი (სასურველია მცირე წვის);
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: საშუალოდ 2000-2500+ ლარი საწყის ეტაპზე (ბონუსების ჩათვლით);
** ავტომობილის ცვეთისა და საწვავის სრულად ანაზღაურება;
** სამუშაო დრო: 40 საათი კვირაში;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medcore.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|