დასახელება:
მომსახურების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სუფთა სამყარო
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" 19 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით "სუფთა სამყარო"-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.
"სუფთა სამყარო"-ში დასაქმებით:
** მიიღებთ დიდ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას;
** შეისწავლით პროფესიონალური დასუფთავების თანამედროვე ხერხებს და მეთოდებს;
** გაეცნობით უახლეს ტექნოლოგიებს დასუფთავების სფეროში;
** გახდებით პროფესიონალთა დიდი გუნდის წევრი და ყოველთვის გექნებათ მასზე მიკუთვნებულობის განცდა, რაც მოგცემთ უდიდეს მოტივაციას და გვერდში დგომის იმედს;
ძირითადი მოვალეობები:
** აკონტროლოს სისუფთავის ხარისხი მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე, წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით;
** მიიღოს ინფორმაცია დასუფთავებასთან დაკავშირებით კლიენტის პრობლემების შესახებ და დროულად უზრუნველყოს ამგვარი პრობლემების გადაჭრა;
** აკონტროლოს და შეაფასოს თანამშრომლები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
** უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება შეთანხმებული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, განსაზღვრული ვადებისა და ხარჯების ფარგლებში;
** ორგანიზება გაუწიოს ობიექტების მომარაგებას საჭირო დასუფთავების მოწყობილობებითა და მასალით;
** უზრუნველყოს კლიენტთან ხელშეკრულების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და ა.შ) გაფორმება;
** დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს.
მოთხოვნები და უნარები:
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მენეჯერს უწევს გადაადგილება დღეში რამდენიმე ლოკაციაზე. მენეჯერის თანამდებობა არ გულისხმობს საქმის ოფისიდან მართვას.
** მომსახურების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება დასავლეთ საქართველოს/აჭარის რეგიონში მდებარე ობიექტებზე და ამიტომ, პერიოდულად მოუწევს სხვადასხვა რეგიონში ჩასვლა, ობიექტების მონიტორინგის მიზნით.
** საკუთარი ავტომობილით მუშაობის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს საწვავის და მანქანის ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 2200 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 სამუშაო საათი, თვეში 22 დღე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სუფთა სამყარო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|