Робота для біженців з України
ავტოსამრეცხაოს მოლარე/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსამრეცხაოს მოლარე/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯსლ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
შპს "JSL Group"-ში შემავალი ავტოსამრეცხაო აცხადებს ვაკანსიას ავტოსამრეცხაოს მოლარე/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე
შესვენება: 1 საათი
გამოსაცდელი ვადა:3 თვე
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებით ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტოსამრეცხაოს და ავტოპარკინგის სამუშაო პროცესის მონიტორინგი,
** სამუშაო ადგილზე სამუშაო განრიგის და წესრიგის დაცვის კონტროლი;
** ავტო მრეცხავების საქმიანობის და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი,
ავტო სამრეცხაოს კუთვნილი ტექნიკის გამართულობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის ინფორმირება
** ავტოსამრეცხაოს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო სახარჯი მასალების დაკვეთა, მიღება, დასაწყობება, ნაშთების კონტროლი და სისტემური ასახვა;
** სალარო ოპერაციების წარმოება, მომხმარებლისგან თანხის მიღება და პროგრამული ასახვა,
ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა და კონტროლი,
** უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა,
** ვალდებულია დაიცვას კომპანიის შინაგანაწესი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@jsl.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "JSL Group"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "JSL Group" -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@jsl.ge;

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "JSL Group"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე