Робота для біженців з України
საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების და ავტომატ. საშუალებების სპეც. - ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების და ავტომატ. საშუალებების სპეც.
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმი" აცხადებს ვაკანსიას საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისა და ავტომატიზაციის საშუალებების სპეციალისტის პოზიციაზე.

"ბლექ სი პეტროლიუმი" საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ ეტაპზე შპს "ბლექ სი პეტროლიუმი" სოფელ ყულევში ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომლის გაშვება იგეგმება 2025 წლიდან.

"ბლექ სი პეტროლიუმი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირებას;
** კვების უზრუნველყოფას;
** მეგობრულ გუნდს;
** სრულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა საზომ-საკონტროლო აღჭურვილობის მომსახურების, შეკეთებასა და ექსპლუატაციაზე მუშაობა;
** საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისა და ავტომატიზაციის საშუალებების ოპერატიული დიაგნოსტიკა და გაუმართაობის აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაკეთებელი მოწყობილობებისა და აღჭურვილობის დანიშნულებისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** შესაკეთებელი მოწყობილობებისა და აღჭურვილობის ტესტირებისა და დიზაინის ტექნიკური პირობების ცოდნა;
** საშუალო პროფესიული განათლება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული

მისამართი: სოფელი ყულევი (ხობის მუნიციპალიტეტი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე