დასახელება:
პროექტ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნეოტექი
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
კომპანია "ნეოტექი" - უსაფრთხოების სისტემების ლიდერი კომპანია, 2005 წლიდან ჩვენ ვქმნით უსაფრთხოების სისტემების თანამედროვე გადაწყვეტილებებს. ჩვენი მისიაა, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით წვლილი შევიტანოთ უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაში.
"ნეოტექი" აერთიანებს კომპეტენტურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და გიწვევთ თქვენ.
ვაკანსია: პროექტ მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის უსაფრთხოების სისტემების პროექტების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი.
** პროექტების გეგმის შემუშავება, მიზნების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი.
** პროექტის რესურსების (ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური) ოპტიმალური განაწილება.
** პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილე გუნდების კოორდინაცია და მათი მუშაობის კონტროლი.
** რისკების შეფასება და მათზე რეაგირება პროექტის ეფექტური შესრულების უზრუნველსაყოფად.
** პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან მოლაპარაკებებში ჩართულობა;
** პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.
** პროექტის დასრულების შემდეგ კლიენტთან უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, საინჟინრო ან პროექტების მართვის მიმართულებით).
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის სფეროში, ტექნიკური მიმართულებით.
** პროექტების მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი (PMP, PRINCE2 ან სხვა) სასურველია.
** თანამედროვე პროექტის მართვის ინსტრუმენტებთან (მაგ. MS Project, Jira, Asana) მუშაობის გამოცდილება.
** მოლაპარაკებების წარმოების, კლიენტებთან ურთიერთობისა და კონფლიქტების მართვის უნარები.
** მაღალი პასუხისმგებლობის დონე და ორგანიზაციული უნარები.
** ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ინოვაციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, ტრენინგებსა და საერთაშორისო სემინარებში მონაწილეობას.
** ფიქსირებულ ანაზღაურება+სამოტივაციო სისტემა;
თუ გსურთ გახდეთ ნეოტექის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@neotech.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ "პროექტ მენეჯერი".
"ნეოტექში" ერთად ვქმნით უსაფრთხო გარემოს!
|
|
|
|