დასახელება:
ცვლის უფროსი დიასახლისი
|
მომწოდებელი:
City Hotels
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" - აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსი დიასახლისის პოზიციაზე.
** ანაზღაურება: 1350 ლარი (Net);
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის #140ბ და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის # 24)
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
მოვალეობები:
** სასტუმროს სივრცის სისუფთავისა და ყველა შემომსვლელი ოთახის სრულ მზადყოფნაში ყოფნის გაკონტროლება;
** თეთრეულის მარაგის სწორად გათვლა, ნაკლებობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების დროულად მიღება;
** მენეჯერის არ ყოფნისას, დიასახლისებისა და დამხმარეებისათვის დავალებების მიცემა;
** სასტუმრო ოთახების დალაგება-დასუფთავება საჭირო ინვენტარისა და ქიმიკატების ინსტრუქციებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენებით;
** თვის ბოლოს აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმიანობის დაგეგმვისა და დროულად შესრულების უნარი;
** მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის, პრობლემების დროულად აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი;
"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|