დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ოკეანე
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას.
ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge/
სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ოკეანე", რომელიც თევზეულს აწარმოებს, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის 2, ნაძალადევი, თბილისი
გრაფიკი: ორშ-შაბათი 08:00-17:00 საათამდე, შესვენება - 1 საათი, დასვენება - კვირა;
ანაზღაურება: 2500 ლარი, გადასახადების ჩათვლით;
ბენეფიტები: კვება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში მიმდინარე ოპერაციების მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების გუნდის მართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
** წარმოებიდან მიღებული მზა პროდუქციის მითვლა/მიწონვისა და მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვა-დასაწყობების უზრუნველყოფა ყველა აუცილებელი წესის დაცვით;
** სავაჭრო ობიექტებიდან შემოსული შეკვეთების მიღება, დროულად აწყობა-მომზადებისა და გაცემის პროცესის კონტროლი;
** საწყობში არსებული მარაგებისა და ნაშთების კონტროლი, აღწერების წარმოება;
** შეკვეთებისა და ნაშთების ანალიზის შესაბამისად წარმოებისათვის გეგმის განსაზღვრა;
** საწყობში მიღებული და გაცემული პროდუქციის რაოდენობის ანალიზი და ხელმძღვანელთან ანგარიშგება;
** წუნდებული პროდუქციის აღწერა და ჩამოწერის უზრუნველყოფა;
** საწყობში ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების მკაცრი კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა Apex-თან ან/და მომიჯნავე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რაოდენობრივი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროული რეაგირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ოკეანეს ს/კ 200265239 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ოკეანეს ს/კ 200265239 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ოკეანე ს/კ 200265239 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
|
|
|
|