Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ალიანს ლოჯისტიკი
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
შპს "Alliance Logistics" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 საათამდე
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი + ბონუსი.
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, საბურთალო. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. "ტიფლის ბიზნეს ცენტრი"

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო,
** პროცესიული ზრდა
** ფიქსირებული ხელფასის გარდა საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების დამუშავება, ტრანსპორტირების ფასის დაანგარიშება და მომხმარებლისთვის შეთავაზება,
** ტრანსპორტირების სრული ციკლის კონტროლი და დამკვეთებზე ინფორმაციის მიწოდება,
** მოქმედ და ახალ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია, ეკონომიკურ, ან მსგავს სფეროში,
** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ხოლო გადამზიდავ კომპანიაში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2, რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** დისციპლინირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@alogistics.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.alogistics.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე