Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: IKMA Georgia
გამოქვეყნდა: 15 იანვარი / ბოლო ვადა: 01 თებერვალი
შპს "იკმა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება; არქიტექტორი/ინჟინერ ელექტრომექანიკოსი
** ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Word, Excel, Outlook) Archicad, AutoCAD პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია რუსული, ინგლისური ენების საშუალო ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს გაყიდვების გუნდის ტექნიკური მხარდაჭერა
** კლიენტებთან კონტაქტი - ტექნიკურ საკითხებში მონაწილეობის მიღება დაპროექტებისას
** ვალდებულია პროექტირებისას გაითვალისწინოს ადგილობრივი წესების და უსაფრთხოების მოთხოვნები
** ორგანიზება გაუწიოს შეკვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას, ნახაზებს, დანადგარების საბოლოო ტექნიკურ საბუთებს.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
** ანალიტიკური/შემოქმედებითი აზროვნება.
** პრეზენტაბელურობა.
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
** კომუნიკაციის უნარი.
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
** შედეგზე ორიენტირებულობა.
** ორგანიზებულობა, აკურატულობა და მოწესრიგებულობა.
** ემოციურად მდგრადი.
** ზრდილობიანი და ტაქტიანი.

ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო ადგილი: თბილისი

მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV აუცილებლად ფოტოთი და ინგლისურ ან რუსულ ენებზე შემდეგ ელ-მისამართებზე: georgia@ikma.com არაუგვიანეს 2025 წლის 1 თებერვლამდე ასევე მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე