დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მკითხველი
|
გამოქვეყნდა: 15 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "მკითხველი" 2015 წლიდან პოზიციონირებს და წამყვან ადგილს იკავებს წიგნების სამომხმარებლო ბაზარზე.
კომპანია "მკითხველი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - შაბათი, 10:00 - 18:00 საათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა (ვაკანსიების განთავსება, გასაუბრების პროცესის
მართვა, კადრების აყვანა)
** კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების სრული მართვა (ხელშეკრულებები,
შინაგანაწესი, ბრძანებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება)
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა, ასევე მათი ნამუშევარი დროის ყოველთვიური აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი
გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ფლობა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ორგანიზებულობის და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;.
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მუდმივად მზარდ ანაზღაურებას;
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "HR მენეჯერი".
|
|
|
|